ბლოგი

ნიუ-იორკში „მარნაველის” ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ნიუ-იორკში „მარნაველის” ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას ღვინის სფეროში მოღვაწე 200-მდე სტუმარი დაესწრო: იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის მწერლები, ნიუ-იორკის ცნობილი სომელიეები და ჟურნალისტები.

ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ 30-ზე მეტი ქართული ღვინის კომპანიის, მათ შორის „​მარნაველის” წარმოებულ ღვინოს. დეგუსტაციის შემდეგ, „მარნაველის” წარმომადგენლებმა ამერიკელი პარტნიორებისგან დადებითი შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo&Partners” ორგანიზებით გაიმართა.

Shabo
BAYADERA GROUP
OLYMP
Beverage Trading Company
KOBLEVO
LUDING
TATSPIRTROM
region-50
vitalur
EUROTORG
MAP
China Huaming International Investment Corporation
WineStyle
Tabysco
Saperavi Brothers
Lenta