„ვაზი მთელი საქართველოდან“ - კომპანია „მარნაველის“ წარმოების მთავარი კონცეფციაა. ღვინის წარმოების 8000 წლიანი ისტორიის მქონე ქვეყნისთვის ყველაზე რთული, საუკეთესო ქართული ღვინის რეგიონების მიხედვით გამორჩევაა, სწორედ ამიტომ დაარსების დღიდან, კომპანიამ გადაწყვიტა, ჭეშმარიტი ქართული ღვინის გემოების სრული პალიტრის შექმნა და მისი მომხმარებლისთვის წარმოდგენა.
„მარნაველი“ საუკეთესო ქართული ჯიშების ყურძენს მთელი საქართველოს კუთხე-კუნჭულებში ეძებს და აგროვებს. კომპანიას ჰყავს მეგობარი გლეხები - მეგობრული ვენახებით, საიდანაც მთელი წლის ხელით ნაგოგმანები მტევნები ხვდება ჩვენს მეღვინეებთან, ამ მტევნების ნაჟური კი თქვენთან.
„მარნაველის“ ღვინის უნიკალურ პალიტრაში წარმოდგენილია ისეთი იშვიათი ჯიშის ყურძნები, როგორიცაა უსახელოური, ოჯალეში, ალექსანდროული და მუჯურეთული, ციცკა, ცოლიკოური, ფართოდ გავრცელებული ჯიშები - საფერავი, კახური მწვანე, რქაწითელი და ყველა ის სახეობა რომელმაც საქართველოს საუკუნეების მანძილზე, ღვინის წარმოების მსოფლიო რუქაზე საპატიო ადგილი დაუმკვიდრა.
პირველი ღვინო ბლანტი და გაუფლიტრავი სითხე იყო, მას შემდეგ განვლილი ეპოქების განმავლობაში ჩვენი წინაპრები, მისი დაყენების ტექნოლოგიების გაუმჯობესებასა და ნარჩევი გემოების შენარჩუნებაზე ზრუნავდა, დღეს თქვენამდე არა ბლანტი სითხე, არამედ ნატიფი ფერის სურნელოვანი ღვინო მოდის, სწორედ ამისთვის „მარნაველის“ ქარხანა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული რეზერვუარებით თუ დანადგარებით, რომლებსაც ათასწლეულების წინანდელი გემოები თქვენამდე, ხელუხლებელი მოაქვს.
„მარნაველის“ პრემიუმ და ფართო მოხმარების ღვინოები წარმოდგენილია იტალიის საფრანგეთის, უკრაინის, ბალტიისპირეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების სუფრებზე.