ღვინო ქისი - ევროპული წესით დაყენებული თეთრი მშრალი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონიდან მოწეული ქისის ჯიშის ყურძნისგან.
ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით. აქვს კარგად გამოხატული ჯიშური არომატები და გემო. ხასიათდება ატმის, გარგლის და მინდვრის ყვავილების არომატებით. დაბალანსებული მჟავიანობა და ალკოჰოლი ღვინოს ხდის ჰარმონიულს და მსუბუქს, ხანგრძლივი დაბოლოებით.
საუკეთესოდ ეხამება თევზეულობას, თეთრ ხორცს, სეზონურ ხილს და ყველისა და ჩირის დაფებს.
დაგემოვნების ტემპერატურა: +10°C - +13°C
შენახვის ტემპერატურა: +5℃ - +20℃