საფერავი როზე - კლასიკური ვარდისფერი ღვინის ტექნოლოგიით, 100 % საფერავის
ჯიშის ყურძნისგან დაყენებული მშრალი ღვინო.
ღვინო დამზადებულია საფერავის გამოწნეხის შედეგად მიღებული წვენის
ფერმენტაციით. ხასიათდება მუქი ვარდისფერი შეფერილობით, გამოხატულია კენკრისა
და კოწახურის არომატები. მიირთვით ზაფხულის ხილთან, დესერტებთან და
სალათებთან ერთად.
750 მლ.
დაგემოვნების ტემპერატურა: + 10 - +12°C
შენახვის ტემპერატურა: + 5- +20°C