ახაშენი - ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ზონის წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო, დამზადებული საფერავის ჯიშის ყურძნისაგან.
ნაზი, წითელი ხილისა და კენკრის ტონებით გაჯერებული ღვინოა, თან დაჰყვება მცენარეული გრილი არომატები, აქვს ხალისიანი ტანინები რაც აბალანსებს მის ბუნებრივ სიტკბოს. ღვინო მთლიანობაში არის ძალიან ჰარმონიული, გამყოლი დაბოლოებით.
იდეალურად ეხამება სხვადასხვა დესერტებს, შავ შოკოლადს, თხილს, ჩირებს.
750 მლ.
დაგემოვნების ტემპერატურა: +12°C - +14°C
შენახვის ტემპერატურა: +5℃ - +20℃