ჭაჭა მუხის კასრში დავარგებული - დამზადებულია კლასიკური დისტილაციის მეთოდით, რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან, ფერმენტირებული ღვინის მოხსნის შემდეგ მიღებული ჭაჭისაგან. დავარგებულია ფრანგულ მუხის კასრში 6 თვით.
ჩალისფერი, რქაწითელის ჯიშური და მუხაში დავარგების სასიამოვნო არომატებით გაჯერებული სასმელი. შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც წასახემსებელთან, აგრეთვე ქართულ ტრადიციულ კერძებთან და ყველთან ერთად.
ალკოჰოლი: 40%
დაგემოვნების ტემპერატურა: +6 - +8°C