„მანავი“ ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა. დამზადებულია ევროპული წესით გარე კახეთში მოწეული კახური მწვანე ყურძნის ჯიშისგან.
ახასიათებს ღია ჩალისფერი შეფერილობა და მომწვანო ელფერი. გამოირჩევა ნაზი, ხალისიანი გემოვნური თვისებებით. ახასიათებს ტროპიკული ხილის, ციტრუსებისა და მინდვრის ყვავილების მრავალფეროვანი არომატები. ღვინო არის დაბალანსებული და ჰარმონიული.
იდეალურად ერწყმის მოხარშულ თევზს, ყველის დაფებს თაფლით, მსუბუქ სალათებს ასევე ფრინველის ხორცს.
750 მლ.
დაგემოვნების ტემპერატურა: +10°C - +13°C
შენახვის ტემპერატურა: +5°C - +20°C