მარნაველი 5* - ქართული ბრენდი, რომელიც ჩვენს საცავებში ინახებოდა ხანგრძლივი პერიოდით. დამზადებულია მუხის კასრებში მინიმუმ 5 წლის განმავლობაში დავარგებული საბრენდე სპირტების შეკუპაჟებით. აღნიშნული ბრენდი გამოირჩევა ხილის არომატებით, მოხალული თხილის ტონებითა და ვანილის სასიამოვნო სურნელით. აქვს ოქროსფერი შეფერილობა. გემოზე დაბალანსებული და ინტენსიურია, გამოხატულია შავი შოკოლადის და სანელებლების ტონები.
ალკოჰოლი - 40%
მიირთვით +18°C - +20°C