გამორჩეული არომატისა და გემოს მქონე ქართული ბრენდი ხანგრძლივად დავარგებული მუხის კასრებში. ბრენდი წარმოადგენს სხვადასხვა ასაკის გამორჩეული საბრენდე სპირტების ნაზავს, რომლებშიც ყველაზე ახალგაზრდა 10 წლისაა. აქვს ინტენსიური ქარვისფერი შეფერილობა. იგრძნობა შავი შოკოლადის, ალუბლის, დარიჩინისა და ტყავის ტონები. ბრენდი არის საოცრად ჰარმონიული, დაბალანსებული არომატებითა და დახვეწილი ბუკეტით.
ალკოჰოლი- 40%
მიირთვით +18°C - +20°C