ქისი ხიხვი ქვევრი - კახური ტექნოლოგიით დაყენებული თეთრი მშრალი ქვევრის ღვინო. მიღებულია კახეთის რეგიონში მოწეული ქისისა და ხიხვის ყურძნის ჯიშებისგან.
ღია ქარვისფერი, ოქროსფერი ელფერით, გამოხატული ჯიშური არომატითა და გემოთი. ახასიათებს მწიფე კომშის, მურაბებისა და ჩირების არომატები. ღვინო არის ჰარმონიული, დაბალანსებული ტანინებითა და მჟავიანობით. აქვს ხანგრძლივი დაბოლოება.
იდეალურად ეხამება გარგრის და ლეღვის ჩირებს. ჩურჩხელას, ყველს და თაფლს, ასევე ზღვის პროდუქტებს და თეთრ ხორცს.
750 მლ
დაგემოვნების ტემპერატურა: +12°C - +14°C
შენახვის ტემპერატურა: +5℃ - +20℃