საფერავი - კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ყურძნის ჯიშისაგან დამზადებული წითელი მშრალი ღვინო.
საფერავი გამოირჩევა მუქი ალუბლისფერი შეფერილობით. ღვინო არის სხეულიანი, დაბალანსებული, გამოხატული კენკრის, ალუბლისა და შავი ქლიავის არომატებით. ამ ღვინის ტანინები ჰარმონიულად ერწყმის შედარებით მაღალ ალკოჰოლსა და მჟავიანობას. ახასიათებს გამყოლი გემო და სასიამოვნო დაბოლოება.
იდეალურად ეხამება მოხარშულ თუ შემწვარ წითელ ხორცს, სხვადასხვა ხორციან კერძებს, მძაფრ ყველებს.
750 მლ
დაგემოვნების ტემპერატურა: +16℃ - 18°C
შენახვის ტემპერატურა: +5℃ - +20℃