დამზადებულია კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან, განსაკუთრებით შერჩეული მტევნებისგან.
ღვინო საფერავი არის ხანგრძლივად დავარგებული მუხის კასრებში. აქვს მუქი ალუბლისფერი შეფერილობა. მაღალსხეულიანი, ინტენსიური ღვინოა მკვეთრად გამოხატული შავი ხილის, ალუბლის, მაყვლის პირველადი არომატებით და ვანილისა და მუხისათვის დამახასიათებელი სხვა მეორადი არომატებით. გემოზე ღვინო არის ჰარმონიული, დაბალანსებული მჟავიანობით, ალკოჰოლითა და დავარგების ტანინებით.
იდეალურად ეხამება გრილზე შემწვარ ხორცს, მძაფრ ყველებს, მწარე შოკოლადს, ხორციან კერძებს.
დაგემოვნების ტემპერატურა: +16°C - +18°C
შენახვის ტემპერატურა: +5℃ - +20℃