საფერავი ქვევრი - კახეთში, კერძოდ გურჯაანში მოწეული უმაღლესი ხარისხის საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზდებული ქვევრის მშრალი წითელი ღვინო.
საფერავი ქვევრი დამზადებულია ქვევრში ჭაჭაზე 6 თვიანი დავარგებით. ქვევრიდან ამოღების შემდეგ ღვინო ვარგდება მუხის კასრში. საფერავი ქვევრი ხასიათდება შავი ქლიავის ჩირის, შავი შოკოლადისა და ყავის არომატებით. იდეალურად ეხამება გრილზე შემწვარ ხორცს, შოკოლადს და დავარგებულ ყველს.
750 მლ
დაგემოვნების ტემპერატურა: +14 - +16 °C