წინანდალი - ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი თეთრი მშრალი ღვინო. დაყენებულია ევროპული წესით წინანდლის მიკროზონიდან მოწეული რქაწითელისა და კახური მწვანე ყურძნის ჯიშების საერთო ფერმენტაციით.
აქვს ღია ჩალისფერი შეფერილობა. არის ძალიან არომატული, გამოირჩევა მინერალური, ციტრუსების და მსხლის ტონებით. ჰარმონიული ღვინოა, დაბალანსებული მჟავიანობითა და ალკოჰოლით, გამყოლი ნაზი დაბოლოებით.
საუკეთესოდ ეხამება სეზონურ ბოსტნეულს, ზეთის ხილს, სალათებს, ფრინველის ხორცს და ყველს.
750 მლ.
დაგემოვნების ტემპერატურა: +10°C - +13°C
შენახვის ტემპერატურა: +5℃ - +20℃