ადგილწარმოშობის დასახელების წითელი მშრალი ღვინო მუკუზანი. დაყენებულია კახეთის რეგიონში, კერძოდ მუკუზანის მიკროზონაში მიღებული საფერავის ყურძნის ჯიშისაგან.
ღვინო მუკუზანი ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი შეფერილობით, გამოხატული ტანინით, ჯიშისთვის და მიკროზონისთვის დამახასიათებელი არომატებით. დავარგებულია ფრანგულ მუხაში, რაც ღვინოს სძენს ვანილის, შოკოლადისა და ყავის მეორეულ არომატებს. გემოზე ჰარმონიულად არის შერწყმული ჯიშურობა, დავარგების არომატები, ალკოჰოლი და მჟავიანობა.
იდეალურად ეხამება შემწვარ წითელ ხორცს, სხვადასხვა მძაფრ ყველს და პურს.
750 მლ
დაგემოვნების ტემპერატურა: +16°C - 18°C
შენახვის ტემპერატურა: +5°C - +20°C