ტვიში - ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინო. დამზადებულია მაღალმთიან ლეჩხუმში,
ტვიშის დაცული ადგილწარმოშობის მიკროზონაში მოწეული ცოლიკაურის ჯიშის
ყურძნისგან, ევროპული ტექნოლოგიით.
ღვინო ხასიათდება სასიამოვნო მჟავიანობით, რომელიც კარგად არის შეხამებული
ბუნებრივ სიტკბოსთან. ახასიათებს მოყვითალო-ჩალისფერი შეფერილობა და მინდვრის
ყვავილების არომატი. სასიამოვნოდ ეხამება ზაფხულის ხილს, დესერტებს, ყველსა და
სხვადასხვა თევზეულს.
750 მლ.
დაგემოვნების ტემპერატურა: + 8 - +10°C
შენახვის ტემპერატურა: + 5 - +20°C