ბლოგი

ავანტიურა, ტყუილი ფრნაგულად და გადასახადების დამალვა ჰოლანდიურად! უცნაური მარშრუტი ვერსალიდან ქუთაისამდე !

პროლოგი:

- კონიკაკი ფრანგებისაა..
თუ გსურთ ვინმეს თავი მოაწონოთ და მაგარი სასმელი შესთავაზოთ, ეს ალბათ ყველაზე საჭირო ფრაზაა იმ მომენტისთვის, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ურთიერთობას ტყუილით იწყებთ?

ფრანგების შეიძლება იყოს:

კოცნა

ეიფელი

ალექსანდრე დიუმა, მაგრამ არანაირად კონიაკი! უფრო სწორედ ბრენდი..

თავიდან დავიწყოთ!

ექსპოზიცია:

ყველაფერი აქაც ღვინით დაიწყო, მას შემდეგ რაც რომელიღაც ქართველს თავში აზრად მოუვიდა და ღვინო დააყენა, ბერძნებმაც ისწავლეს (არ გამოვრიცხავ ოქროს საწმისი არა ოქროს, არამედ ღვინის დაყენების ტექნოლოგია ყოფილიყო - რათ გინდა ოქრო, თუ ღვინო არ გაქვს?  ავტ. შენიშვნა -ეს ტექსტი ძირითადი ტექსტის გვერდზე უნდა იყოს წითლად, როგორც ვორდის ფაილში არის კომენტარი და ფოტოდ ოქროს საწმისის ანუ ცხვრის ტყავის ფორმაზე გავაშარჟოთ და ქვევრი დავხატოთ ყურძნის მტევანთან ერთად ) და ძველი წელთაღრიცხვის მიწურულს საფრნაგეთის სამხრეთ ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ ძველმა რომაელებმა პროვანსში, რაც მათ ენაზე დაქვემდებარებაში მყოფს, მართულს ნიშნავდა, ვენახების გაშენება და ღვინის წარმოება დაიწყეს. ვაზის ნაყოფიერების და მისი განსაკუთრებული გემოვნური თვისებების ჩამოყალიბებას, მდინარე შარანტეს ხეობაში არსებული კირიანი და ცარციანი მიწა ხელს უწყობდა, ნაწვიმარი წყალი შორს ვერ ჩადიოდა და მზიან დღეებში ვაზი, მზის სხივებით და წყლით, ერთდროულად იკვებებოდა, ამასთან ერთად კირისგან და ცარცისგან გათეთრებული ნიადაგი მწველი მზის სხივებს ირეკლავდა და მიწა მუდმივად ნესტიანი რჩებოდა.

მითი:
კონიაკი, ძველი კელტური სიტყვაა და გვარს ნიშნავს, მითების მოყვარულების

მონათხრობის მიხედვით, პირველ საუკუნეში კელტური წარმოშობის რომაელი, გალო კონიუსი დასახლდა ვაზის მოსავლიანობით მდიდარ მიწაზე და მეხუთე საუკუნისთვის უკვე ამ ადგილს კონიაკუმ ერქვა - 1215 წელს კი დასახლებამ ქალაქის სტატუსი ოფიციალურად მიიღო და კონიაკი ეწოდა.

კვანძი:

რომაელების შემდეგ იყვნენ:

ბარბაროსები
კაროლინგები
კაპეტინგები.. სწორედ აქედან იქწყება იმ საფრანგეთის ისტორია, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ.
მეთორმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან საფრანგეთი აქტიურად იწყებს ვაჭრობის განვითარებას და ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი იყო ღვინო! რადგან მზის ნაკლებობით ცნობილ ინგლისსა და სხვა ქვეყნებში, ვაზი არ ხარობს. ამ დროისთვის საუკეთესოდ განვითარებული სავაჭრო ფლოტი ჰყავთ ჰოლანდიელებს და ევროპა ასწლიანი ომის მიუხედავად თავიდან ფეხებამდე ეშვება ვაჭრობის მორევში.
მე-17 საუკუნის დასაწყისში ჰოლანდიელებს საუკეთესო ფლოტთან ერთად უკვე აქვთ გამოსახდელი აპარატი, რომელსაც ისინი თანამემამულე ექიმს, ფრანცისკ სილვის უნდა უმადლოდნენ. (სხვათაშორის ბიოქიმიის დამფუძნებლად ითვლება). ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის, ღვინის საფრანგეთიდან ექსპორტის პრობლემა უკვე 5 საუკუნის განმავლობაში მთავარ ამოცანად ექცათ ვაჭრებს, რადგან პროდუქტი გემზე ყოფნას ვერ იტანდა და დანიშნულების ადგილამდე ამჟავებული და დაძმარებული ჩადიოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ ჯადოსნური სითხის ამაღლებული გემოვნური თვისებების აბსოლუტურ დაკარგვაზე. მოცემული პერიოდისთვის ჰოლანდიელებს საკუთარ ქვეყანაში უკვე დაწყებული აქვთ ჟენევერის, ჯინის ერთერთი სახეობის გამოხდა, რომელიც ძირითადად მარცვლოვანი ნედლეულისგან იწარმოებოდა და შემდეგ ხის კასრებში ინახებოდა, რაც ასევე, მის ტრანსპორტირებას ამარტივებდა. მოულოდნელად ფრანგებმა ღვინის ექსპორტზე გადასახადები გაზარდეს და ორი ჰოლანდიელი ვაჭარი ძმა ფაქტობრივად გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან იმ დროისთვის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამები არ არსებობდა ძმებმა გამოსავლის ძიებაზე დაიწყეს ფიქრი, გადაწყვიტეს, რომ ჟენევერის (ჯინის) გამოხდის მსგავსად გამოხდინდნენ დიდი რაოდენობით შეძენილ ფრანგულ ღვინოს, რაც შეამცირებდა მის მოცულობას და შესაბამისად გადასახადიც ნაკლები მოუწევდათ, მიღებულ სითხეს ტრასპორტირების შემდეგ გააზავებდნენ წყლით, დააბრუნებდნენ ღვინის კონსისტენციას და გაყიდდნენ ისევე როგორც ფრანგულ ღვინოს... ბოდვა - ავტ. შენიშვნა ... ჩაასხეს მიღებული სითხე მუხის კასრებში, დანიშნულების ადგილზე ჩატანისას კი მომხმარებელს, რომელსაც ავანსი ფრანგულ ღვინოში ჰქონდა გადახდილი, მუხის კასრებით გამდიდრებული მიღებული სითხის გემო ისე მოეწონა, რომ მისი წყლით გაზავებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ასე გაჩნდა ბრენდივინი! სიტყვის ეტიმოლოგია გერმანული და ინგლისური ენებიდან იღებს სათავეს და დამწვარ
ანუ გამოხდილ ღვინოს ნიშნავს. ყველაზე მარტივი ღვინისგან გამოხდილი ბრენდის შეძენა მდინარე შარანტეს ხეობიდან იყო, რადგან ვაჭრები გემებით და ნავებით ზღვიდან ქალაქ კონიაკამდე უპრობლემოდ შედიოდნენ, რაც პროდუქტის ღირებულებას არ აძვირებდა და ჰოლანდიელი ვაჭრებისთვის პირველი ღვინის ბრენდი გამოხადეს კონიაკში.

ამასობაში ეს ჰოლადნიელების გამოგონილი ავანტიურისტული სითხე, საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკო მე-14 -ეს სუფრაზე მოხვდა და მეფის წყალობაც დაიმსახურა. ღვინის ბრენდის წყალში აზავებდნენ და მომცრო ყლუპებით მთელი საღამოს განმავლობაში მიირთმევდნენ. სამეფო კარზე ბრენდის ფასი და ექსპორტის მოცულობა ერთდროულად გაიზარდა, თუმცა მალევე 1701 წელს საფრანგეთსა და ინგლისს შორის ომი დაიწყო. გასატანად, მუხის კასრებში გამზადებული სითხე ნავსადგურებში დიდი ხნის განმავლობაში დაყოვნდა, რადგან ინგლისის ფლოტის მიერ ფრნაგული გემები და პორტები ბლოკირებულები იყვნენ. კასრების გახსნის შემდეგ აღმოჩნდა რომ სითხის მუხაში დაძველებამ გაანეიტრალა მისი მძაფრი გემო და სრულად შეერია მუხის არომატებს. ასე გაჩნდა მისი დაძველების მეთოდი.

ეპილოგი:


პრინციპში ქართველებისთის სულ ერთი იყო, რა მოიგონეს ჰოლანდიელებმა და რა მიითვისეს ფრანგებმა, მთავარი იყო ვერსალში, ლუდოვიკოს ნაწყალობევს არ ჩამორჩენოდნენ და სასწრაფოდ ჰქონოდათ ყველაზე ტრენდული სასმელი.

რა თქმა უნდა ყველაზე სწრაფად ეს ქუთაისში მოიფიქრეს!


პირველი ქართული ღვინის ბრენდი საქართველოში, კერძოდ ქუთაისში ქართველმა მეწარმემ და მეცნიერმა გიორგი ბოლქვაძემ ჩამოასხა. დაბადებით ქუთაისელმა სწავლისას სტამბოლის, გერმანიის და საფრნაგეთის მოვლა მოახერხა. განათლება საბერძნეთში დაასრულა და ქუთაისში დაბრუნებულმა ამიერკავკასიაში 1860 წელს პირველი ლიქიორ-არყის ქარხანა გახსნა. კომპანიას „ბოლქვაძე და KO“ ერქვა. პროდუქციის სარეალიზაციოდ, ქარხნის საწყობში, მას საბითუმო ვაჭრობის წერტიც ჰქონდა გახსნილი. ნედლეული, რისგანაც მაგარი სასმელები მზადდებოდა, ქართული გახლდათ. ქარხანაში ქართული ღვინის ბრენდისთან ერთად, ლიქიორი, რომი, სამკურნალო და მწარე არყის მრავალი სახეობა მზადდებოდა. ბოლქვაძის საწარმო, იმ დროისათვის, ერთადერთი გამართული და თანამედროვედ აღჭურვილი წარმოება იყო საქართველოში.

სავაჭრო ნიშანი – არწივი –1873 წლიდან გააჩნდა, ხოლო ბოლქვაძის გვარისა და სახელის რუსულენოვანი მონოგრამა "ГБК" – 1865 წლიდან. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, კერძოდ 1865 წელს ამ საქმეს მეკონიაკეობა დაერქვა და პროდუქტი „კავკასიური ნატურალური კონიაკის“ სახელით იწარმოებოდა. ხო და, არ ჩამორჩნენ! 1878 წელს ბოლქვაძის მიერ ნაწარმოებმა პირველმა ქართულმა ღვინის ბრენდიმ პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედალი მოიპოვა.. გიორგი ბოლქვაძის მიერ შექმნილ სასმელებს მიღებული აქვს 100–ზე მეტი ჯილდო, მათ შორის 49 ოქროს და ვერცხლის მედალი. „ნატურალურმა კავკასიურმა კონიაკმა 23 მედალი დაიმსახურა ხოლო ე.წ. "ძველისძველიკონიაკის" სახელით წარმოებულ პროდუქტს ერგო ამერიკული აღიარება,ფილადელფიაში 1876 წელს ის საუკეთესო მაგარ სასმელად აღიარეს.სინამდვილეში სწორედ აქედან იწყება ქართული ღვინის ბრენდის ისტორია - წარმატების ისტორია. . ...

Shabo
BAYADERA GROUP
OLYMP
Beverage Trading Company
KOBLEVO
LUDING
TATSPIRTROM
region-50
vitalur
EUROTORG
MAP
China Huaming International Investment Corporation
WineStyle
Tabysco
Saperavi Brothers
Lenta